ლინი, საჟღარუნებელ საკრავთა ჯგუფის უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტი. ს.-ს. ორბელიანის განმარტებით – „რვალის საჩხარუნებელი დიდი“. ივ. ჯავახიშვილის აზრით, იგი „გონგისაებრ ცალად ასახმაურებელ თეფშად უნდა ვიგულისხმოთ“. საკრავის მთავარი დანიშნულებაა მუს. ნაწარმოების მეტრ-რიტმის გამახვილება, მისი ნაირსახეობით წარმოდგენა.