ლიონიძე ვასილ დიმიტრის ძე

ლიონიძე ვასილ დიმიტრის ძე (17. VIII. 1864, სოფ. სასირეთი, გორის მაზრა, – 1929, თბილისი), გენერალ-მაიორი (1917). 1881 დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი, 1885 – თბილ. იუნკერთა სასწავლებელი. 1885–1914 მსახურობდა 152-ე ვლადიკავკაზის ქვეით პოლკში, რაჭის მაზრის უფროსად და ბათუმის მაზრის სამხ. უფროსად, 1909-იდან – გრენადერთა მე-14 ქართულ პოლკში პოდპოლკოვნიკად. პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა 1911. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1914–16 მეთაურობდა 118-ე ქვეით სათადარიგო ბატალიონს, 1917–18 – კავკასიის ფრონტის 222-ე ქვეით პოლკს. 1918–21 მსახურობდა ქართულ ჯარში არმიის სამხედრო-სააღრიცხვო განყ-ბის უფროსად.

დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.

მ. გოგიტიძე