ლიპარიტ II დადიანი, ოდიშის ერისთავი 1482–1512, შამადავლე დადიანის ძე. აქტიურად ეხმარებოდა ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს იმერეთის მეფის, ალექსანდრე II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. როცა ალექსანდრე II იმერეთის სამეფო ტახტზე საბოლოოდ განმტკიცდა (1488), ლ. II დ. იძულებული გახდა მას დამორჩილებოდა.
წყარო და ლიტ.: იხ. სტ-თან ლიპარიტ I დადიანი.