ლიპარტელიანი ვარლამ გურამის ძე

ვ. ლიპარტელიანი

ლიპარტელიანი ვარლამ გურამის ძე (დ. 27. II. 1989, ლენტეხი). სპორტსმენი (ძიუდო). ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2016, რიო-დე-ჟანეირო). ევროპის სამგზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), მეორე (2009, 2010, 2013. 2021) და მესამე (2011) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (2010, 2012–14, 2016), მესამე პრიზიორი (2011) გუნდურ შეჯიბრში. ევროპის თამაშების მეორე პრიზიორი (2015, 2019) და ასევე მეორე პრიზიორი გუნდურ შეჯიბრში (2015). მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის მეორე (2013, 2017–18) და მესამე (2014, 2015, 2021) პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონი (2008, 2013) და მესამე პრიზიორი (2014) გუნდურ შეჯიბრში. მსოფლიოს თასის ხუთგზის მფლობელი (2008–10, 2012, 2017). „დიდი მუზარადის“ ხუთგზის გამარჯვებული (2012–13, 2015, 2018–19) და მეორე პრიზიორი (2022). მსოფლიო ჩემპიონი (2008) და ევროპის ორგზის ჩემპიონი (2007–08) ახალგაზრდებს შორის.