ლიპარტელიანი როლანდ რამინის ძე (დ. 20. II. 1951, სოფ. კახურა, ახლანდ. ლენტეხის მუნიციპალიტეტი), პოლიციის გენერალ-მაიორი (1998), საქართვ. შსს დამს. მუშაკი (2001). საქართვ. შსს დეპარტამენტის თავ-რის I მოადგილე (1997–98), შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (1998–99), სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თავ-რე (2000).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).