ლიპარტია ზურაბ შალვას ძე

ლიპარტია ზურაბ შალვას ძე (დ. 5. VIII. 1947, სოფ. რუხი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ინჟინერ-ეკონომისტი. აფხაზეთის მეცნ. ეროვნ. აკად. წევრი (2001), ეკონ. მეცნ. დოქტორი (2000), პროფესორი (2000). დაამთავრა ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი) სატყეო-ტექ. აკად. საინჟინრო-ეკონ. ფაკ-ტი (1972). მუშაობდა საქართვ. „ენგურჰესმშენის“ სამრეწვ.-საწარმოთა გაერთიანების გენ. დირექტორის მოადგილედ (1973–87), აფხაზეთის მ. გორკის სახ. სახელმწ. უნ-ტში (ამჟამად – სოხუმის სახელმწ. უნ-ტი) ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე (1987–2007). შეთავსებით ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას საქართვ. საბაჟო აკადემიაში (2000–06), ახალციხის სახელმწ. ინ-ტში (2007–13, ამჟამად – სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტი). იყო აფხაზეთის მეცნ. აკადემიასთან არსებული სასწ.-სამეცნ. დაწესებულება შპს „აესას“ რექტორი (2002–07). 2009-იდან სტუ-ის სრული პროფესორია.

ლ. ავტორია სამეც. ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. მისი სამეცნ. ნაშრომები ეხება საქართვ. რეგიონების სოც.-ეკონ. განვითარების პრიორიტეტების, აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშ. სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პრობლემების კვლევას.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013).

თხზ.: კორპორაციული ფინანსები (თეორია, პრაქტიკა, სტრატეგიები), ტ. 1–2, თბ., 2012–13 (თანაავტ.); ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური აუდიტის ადმინისტრირება საქართველოში, თბ., 2017; ფინანსური მენეჯმენტის ფილოსოფია, თბ., 2017; ბიზნესის ანალიზი (შეფასება და განვითარების პროგნოზირება), თბ., 2020; სტრატეგიული მენეჯმენტი, თბ., 2022.