დურუჯის უღელტეხილი, უღელტეხილი კახეთის კავკასიონის თხემზე, მდ. დურუჯის სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 2884 მ.
აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.
დ. უ. ყვარლის მუნიციპალიტეტს (ფოხალისთავის თხემისა და ჩელთის ხეობის გავლით) საცალფეხო გზით აკავშირებს მდ. სამურის აუზთან (დაღესტანი).