„ლიტერატურა და სხვა“

„ლიტერატურა და სხვა“, ქართველი „ფუტურისტ-ლეფელების“ ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი; გამოვიდა 1924 თბილისში, გამოიცა ერთი ნომერი. რედ. – ნ. ჩაჩავა. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ ბ. აბულაძე, შ. ალხაზიშვილი, ა. ბელიაშვილი, ბ. გორდეზიანი, პ. ნოზაძე, დ. შენგელია, ნ. შენგელაია, ნ. ჩაჩავა, ს. ჩიქოვანი, ბ. ჟღენტი. მხატვარი – კ. ზდანევიჩი.