„ლიტერატურის მატიანე“, გ. ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1940–52. გამოცემულია 6 წიგნი: 1940 წ. – 1–2, 1942 წ. – 3–4, 1949 წ. – 5, 1952 წ. – 6. რედ. – გ. ლეონიძე. „ლ. მ-ში“ დაბეჭდილია გამოკვლევები ქართ. ლიტ-რის ისტორიიდან. გამოცემა განახლდა 1982. გამოიცემოდა პერიოდულად. ბოლოს დაიბეჭდა 2015 (მთ. რედ. ლ. ცომაია).