„ლიტერატურნაია გრუზია“

„ლიტერატურნაია გრუზია“, რუსულენოვანი ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველთვიური ჟურნალი. საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანო; გამოდიოდა 1957 ივნ-იდან თბილისში. ჟურნალის მიზანი იყო მკითხველისთვის ქართვ. მწერლების, ქართ. ლიტ-რის საუკეთესო ნიმუშების გაცნობა. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ: კ. ლორთქიფანიძე, მ. მრევლიშვილი, გ. ციციშვილი, გ. ასათიანი, თ. ბუაჩიძე, რ. მიმინოშვილი, ზ. აბზიანიძე. ტირაჟი 10 ათ. ც. (1980). 2003 ჟურნალის გამოცემა შეწყდა.

ი. ლორთქიფანიძე