ლიქოკი

ლიქოკი, მთა აღმ. კავკასიონზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე. მდ-ების – გუდანისწყლის, ლიქოკისხევისა და აკუშოსხევის (ხევსურეთის არაგვის მარცხ. შენაკადები) სათავეებთან. სიმაღლე ზ. დ. 2868 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. დაფარულია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.