ლიჩი

ლიჩი, სოფელი იმერეთის რეგიონის საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალოვნის თემი). მდ. ძირულის ნაპირზე, ზ. დ. 760 მ. საჩხერიდან 37 კმ. 170 მცხ. (2014).

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს. დასაწყისით დათარიღებულ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში ულუმბოს მონასტრისადმი. ლ-ში დგას XX ს. დასაწყისში აგებული ეკლესია, რ-ის ჩრდ. კედელში არის ქვა ასომთავრული წარწერით.