ლიძავა

ლიძავა, სოფელი აფხაზეთის არ-ის გაგრის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლ., აციჯქვა, რაფიწა), მდებარეობს ბიჭვინთის კონცხზე, ზ. დ. 5–30 მ, საზღვაო კლიმატური კურორტი. გაგრიდან 25 კმ.

1955 ლ-ში აღმოჩნდა ძვ. წ. XV–XIV სს-ებით დათარიღებული ბრინჯაოს ცულების განძი (იხ. ბიჭვინთის განძი). სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.

ამჟამად ლ. ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.