ლიჭადი

ლიჭადი, უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3700 მ. აკავშირებს მდ. ენგურისა და მდ. ჩეგემის (რუსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი) აუზებს. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.