ლიხთიმერეთი

ლიხთიმერეთი, ლიხთიმირეთი, დას. საქართველოს ერთ-ერთი ზოგადი სახელწოდება. წყაროებში დამოწმებულია IX ს-იდან. შინაარსობრივად მოიაზრება ლიხის ქედსიქითა მხარე, იგივე იმერეთი. შემდგომ ხანაში ტერმინ ლ-ის ნაცვლად ხმარობდნენ იმერეთს, თუმცა წერილობით წყაროებში XIX ს. დასაწყისამდე ლ-ც გვხვდება.