ლიხნი, სოფელი აფხაზეთის არ-ის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ზ. დ. 90 მ. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., ალგითი, აჯიმჩიღრა, აძლაგარა, ბამბორა, ხეცკვარა, ჰაფშირა). გუდაუთიდან 5 კმ.
სოფლის ტერიტორიაზეა კირქვულ კონგლომერატებში გამომუშავებული ორი მნიშვნელოვანი მღვიმე, სადაც წარმოდგენილია მცირე ზომის სტალაქტიდები, ოოლითები, პაზოლითები, ალუვიური მასალა და ორგანული ნალექები (გუანო). მღვიმეებში გაედინება მიწისქვეშა ნაკადები. ლ-ის მღვიმეების ოოლითები გამოირჩევა სხვა მღვიმეების მინერალებისაგან. მათ აქვთ ბურთისებრი ფორმა და მკაფიო ელვარება. ლ-ის მღვიმეებში გვხვდება თიხის ჭურჭლის ნამტვრევებიც.
სოფელში დგას XI ს. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.
ლ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.