ლიხნის განძი

ლიხნის განძი, 1. კოლხური ცულების განძი (35 ც.), აღმოჩნდა 1952 სოფ. ლიხნში (გუდაუთის მუნიციპ.). თარიღდება ძვ. წ. XVII–XIV სს. დაცულია საქართვ. მეცნ. აკადემიის აფხ. ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინ-ტში.

ლიტ.: ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; Трапш М. М., Труды, т. 1, Сух., 1970.

ლ. ფანცხავა

  1. ქართული ვერცხლისა და ბიზანტიური ოქროს მონეტების განძი. აღმოჩენილია შუა საუკუნეების სასახლის კომპლექსის გათხრების დროს (1983). მოთავსებული იყო თიხის კოჭობში. ბიზანტიური მონეტები ჩაღრმავებული ტიპისაა და მოჭრილია იმპერატორების – კონსტანტინე X-ის (1059–67) – 9 ც., მისი მეუღლის, ევდოკიას – 1 ც., რომანოზ IV დიოგენისა (1067–71) – 17 ც. და კონსტანტინე IX მონომახის (1042–55) სახელით – 1 ც. (ვერცხლი) (სულ 28 ც). ყველა მათგანი მოჭრილია კონსტანტინოპოლის ზარაფხანაში.

43 მონეტა ქართულია. მიეკუთვნება ბაგრატ IV-ს (1027–72) – 31 ც. და გიორგი II-ს (1072–89) – 12 ც.

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; Трапш М. М., Труды. т. 1, Сух. 1970; Шамба С. М., Монетное обращение на територии Абхазии ( Vв. до н. э. – XIII в. н. э.), Тб., 1987.