ლობოროტის ქედი

ლობოროტის ქედი, მესხეთის ქედის ჩრდ. განშტოება, მდ-ების – წაბლარასწყლის (ხანისწყლის მარცხ. შენაკადი), სუფსისა და სულორის (რიონის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი. მერიდიანული მიმართულებისაა, იწყება მწვ. მეფისწყაროდან. აგებულია შუაეოცენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფებითა და ანდეზიტური განფენით. კალთები ციცაბო და ძლიერ დაღარული აქვს, თხემი – ფართო. ქედზე აღმართულია მწვერვალები: დიდი ლობოროტი (2730 მ), პატარა ლობოროტი (2415 მ), თაფლოვანი ( 2323 მ), შუაგორა (2268 მ), ლამაზგორა (2174 მ) და სხვ. ლ. ქ-ის კალთები ქვემოთ შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით, ზემოთ წიფლნარ-მუქწიწვოვნებით, თხემზე სუბალპ. ლიხი და ალპ. მდელოებია.

მ. უთმელიძე