ლობჟანიძე გივი შალვას ძე

გ. ლობჟანიძე 

ლობჟანიძე გივი შალვას ძე (დ. 3. V. 1948, სოფ. ღები, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი), პოლიციის გენერალ-მაიორი (1995), საქართვ. შსს დამს. მუშაკი (2001). იურიდ. მეცნ. დოქტორი (1994). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1980). იყო ქუთაისის შს სამმართველოს უფროსი (1989–91); საქართვ. შსს საექსპერტო კრიმინალური სამმართველოს უფროსის I მოადგილე (1995); საქართვ. შსს პოლიციის აკადემიის პრორექტორი (1993–95, 2000–04); საქართვ. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (1992–95). მინიჭებული აქვს საერთაშ. ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და ტრეფიკინგის საკითხებში ექსპერტის კვალიფიკაცია. არის კონტაქტური კარატეს („კოშიკი“) მსოფლიო ფედერაციის საპატიო წევრი, საერთაშ. სამეცნ. პრაქტიკული ჟურნ. „ცხოვრება და კანონის“ რედაქტორი. ავტორია მონოგრაფიების, სახელმძღვანელოსა და ლიტ. კრებულებისა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხისა (2003) და ღირსების ორდენებით (1998).

ლ. დოლიძე