„ლოგოს პრესი“, შპს გამომცემლობა, დაარსდა 2000. დამფუძნებელი და გამომცემელი – ლ. ბერაია. საგამომცემლო პრიორიტეტებია სასკოლო სახელმძღვანელოები, სახელოვნებო გამოცემები და საბავშვო წიგნები. თავდაპირველად ლ. პ. გამოსცემდა მხატვრულ და სამეცნ. ლიტ-რას, სასკოლო სახელმძღვანელოებს. მოგვიანებით მათ შეემატა საბავშვო ლიტ-რა და სასაჩუქრე წიგნები. 2007-იდან ლ. პ-ის გამოცემათა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა საბავშვო წიგნების თანაგამოცემები (უცხოურ გამომცემლობათა წიგნების ქართული თარგმანები). 2005, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რეფორმის კვალდაკვალ, გამომცემლობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში. ლ. პ-მა საქართველოში პირველმა გამოსცა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები – ე. გომბრიხის „ხელოვნების ამბავი“; ვ. ნაბოკოვის „ლოლიტა“; ი. ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა; ე. ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“; ე. ჰეივუდის „პოლიტიკური იდეოლოგიები“; ო. ჭილაძის „ბედნიერი ტანჯული“; ლ. ვიტგენშტაინის „ფილოსოფიური გამოკვლევები“; ზ. კიკნაძის „ქართული ხალხური ეპოსი“ და სხვ.
თ. დოლიძე