ლოლაშვილი ივანე ალექსანდრეს ძე

ი. ლოლაშვილი 

ლოლაშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (26. XII. 1918, სიღნაღი, – 20. V. 1984, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1973). 1972-იდან იყო შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის ინ-ტის ძვ. ქართული ლიტ-რის განყ-ბის ხელმძღვანელი. იკვლევდა V–XVIII სს. ქართ. ლიტ-რისა და ფილოს. აზრის ისტ. საკითხებს. ლ-ის ძირითადი ნაშრომებია „რუსთაველი და თამარის ისტორიკოსთა ვინაობის პრობლემა“ (1961); „ძველი ქართველი მეხოტბენი“ (I–II, 1957–64); „არეოპაგიტიკის პრობლემები“ (1972); „ფსევდოდიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში“ (1973); „არსენ იყალთოელი“ (1978). „თამარ მეფის აკლდამა გელათში“ (1971) და სხვ. 1968 გამოსცა იოანე პეტრიწის „სათნოებათა კიბე“ ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებით.

ლიტ.: კუტიბაშვილი ზ., ივანე ლოლაშვილი, თბ., 1992.