„ლომისი“

„ლომისი“, სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ხელოვნებისა და ლიტერატურის ყოველკვირეული ჟურნალი, „აკადემიური მწერლობის კავშირის“ ორგანო; გამოდიოდა 1922 თბილისში. გამოიცა 7 ნომერი. რედაქტორები – კ. გამსახურდია, ი. გრიშაშვილი. გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია. იბეჭდებოდა ტ. ტაბიძის, ი. გრიშაშვილის, კ. მაყაშვილის, ლ. ქიაჩელის, კ. გამსახურდიას,ს. თავაძის, შ. დადიანის, ვ. რუხაძის, კ. აბაშიძის, ი. ეკალაძის, დუტუ მეგრელის, ხ. ვარდოშვილის, მ. კინწურაშვილის, დ. ასათიანის, შ. არაგვისპირელის, ი. ტოფაძის, მ. თოიძის და სხვ. ნაწარმოებები.

ი. ლორთქიფანიძე