ლომისკბილა (Leontodon), მრავალწლოვან და ერთწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 50-ზე მეტ სახეობას. გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერი სარტყლის რ-ნებში. საქართველოში 5 სახეობაა. L. hispidus გავრცელებულია მთელ საქართველოში. იზრდება მდელოებსა და ბუჩქნარებში ზონის მთის ზედა სარტყლამდე. თაფლოვანი მცენარეა. იყენებენ საკვებად.