ლომიძე თენგიზ ივანეს ძე (3. I. 1924, თბილისი, – 30. XII. 2000, იქვე), კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1977). 1958-იდან მუშაობდა საქართვ. ტელევიზიაში, შემდეგ – სატელევიზიო ფილმების სტუდიაში კინოოპერატორად. მის ნამუშევრებს შორისაა მხატვრული ფილმები: „დედის ხელი“ (1959), „მღერის ბორჯომის ნაძვი“ (1961, ორივეს რეჟ. მ. ჯალიაშვილი), „მხოლოდ 17 კილომეტრი“ (რეჟ. კ. კერესელიძე, 1964), „გია და ზურა“ (1965), „ქერათმიანი ქალიშვილი (1968, ორივეს რეჟ. დ. ბათიაშვილი), „სამი ამბავი ტელეფონით“ (რეჟ. ნ. გარდაფხაძე, 1984) და სხვ.; 30-მდე დოკუმენტური ფილმი: „პეტრე ოცხელი“ (რეჟ. მ. ჯალიაშვილი, 1962), „ირაკლი აბაშიძე“ (რეჟ. ლ. სიხარულიძე, მ. გვანცელაძე, 1981), „მთას დაუბრუნდა მთიელი“ (რეჟ. ზ. ინაშვილი, 1985), „აბა იო და აბა ჰეი“ (რეჟ. ლ. სიხარულიძე, 1988), „შემოდგომა“ (რეჟ. გ. ვეფხვაძე, 1994) და სხვ.