ლომიძე ივანე (გივი) ტიმოთეს ძე

ი. ლომიძე „ჯადოსნური წრე“ (კარიკატურა)

ლომიძე ივანე (გივი) ტიმოთეს ძე (3. XII. 1915, ქუთაისი, – 22. I. 1999, თბილისი), მხატვარ-კარიკატურისტი. 1929 გაიმარჯვა ჟურნ. „ნიანგის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. თანამშრომლობდა ჟურნ. „ნიანგსა“ და „კროკოდილთან“ (მოსკოვი); გაზ. „კომუნისტთან“, „პრავდასთან“ და სხვ. მისი კარიკატურები იბეჭდებოდა სხვადასხვა ქვეყნის პრესის ფურცლებზე. ძირითადი ნამუშევრებია: პოლიტ. და სოც. კარიკატურები, მეგობრული შარჟები. გამოფენებში მონაწილეობდა 1949-იდან, 1983 მოსკოვში ჰქონდა პერსონალური გამოფენა. 1969 იქვე მიიღო მონაწილეობა I საერთაშ. გამოფენაში „სატირა მშვიდობისათვის ბრძოლაში“, სადაც მიენიჭა ოქროს მედალი, ხოლო 1983, იმავე ეგიდით გამართულ IV საერთაშ. გამოფენაზე – ვერცხლის მედალი.