ლომიძე ნიკოლოზ ლუკას ძე

ნ. ლომიძე. თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „ისანი“ (არქიტ. გ. მოძმანიშვილი და მოქანდაკე ს. ქოიავა), 1971. 

ლომიძე ნიკოლოზ ლუკას ძე (დ. 18. IV. 1932, სოფ. ფლევი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1987). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია, მხატვარ-არქიტექტორის სპეციალობით (1961). 1961–94 მუშაობდა „კავგიპროტრანსში“. ნამუშევრები: თბილისის მეტროპოლიტენის სადგურები – „დიდუბე“ (1966), „გოცირიძე“ (ყოფ. „ელექტროდეპო“) (1966), „ისანი“ (1971; სამივე არქიტ. გ. მოძმანიშვილთან ერთად), „სამგორი“ (1971), „დ. გურამიშვილი“ (1985; მხატვრები: ი. ტაბიძე, ა. ხარებავა, თ. ცხომელიძე), „ვაგზლის მოედანი-2“ (1979; არქიტ. დ. იოსავასთან ერთად), „დელისი“ (1979; მხატვარი თ. ცხომელიძე), „ვაჟა-ფშაველა“ (2000); თბილისში ყოფ. „კავგიპროტრანსის“ ადმ. კორპუსი (1970), დავით აღმაშენებლის გამზ. 154, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი თბილისში (1977, ინჟ-ები გ. ბრეგვაძე, ი. კოშკაძე), რკინიგზის სადგური ქ. ანაპაში (1980), რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო გვირაბის სავენტილაციო შენობა (1982) და სხვ.