ლომიძე ჟუჟუნა კალისტრატეს ასული (14. X. 1927, თბილისი, – 1. IX. 1991, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1951). მუშაობდა საქართვ. ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში. გადაიღო რამდენიმე ათეული სამეცნ.-პოპულ. ფილმი და დოკუმენტური კინონარკვევი (ი. შველიძესთან ერთად): „ქვაში ამეტყველებული საუკუნეები“ (1968), „ვანის ნაქალაქარი“ (1970), „ოქროს საწმისი“ (1971, საკავშ. კფ-ის პრიზი; 1972), „ივანე ჯავახიშვილი“, „წიგნი უპირველესი“ (ორივე, 1975), „ვახტანგ VI“, „ილია ჭავჭავაძე“ (ორივე 1977), „უფლისციხე“ (1981), „დავით სარაჯიშვილი“ (1984), „ქართული საჭურველი“ (1986), „აკაკი წერეთელი“ (1990) და სხვ. გადაღებული აქვს კინოჟურნალები: „საბჭოთა საქართველო“, „საბჭოთა ამიერკავკასია“, „პიონერი“ (60-ზე მეტი გამოშვება).
მ. კერესელიძე