ლომიძე შოთა გრიგოლის ძე (20. I. 1936, სოფ. საყულია, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 23. X. 1993, იქვე), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1969); დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი (1964). ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 1971) და მეორე პრიზიორი (1967). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 1969) და მეორე პრიზიორი (1967). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის გამარჯვებული (1967, მოსკოვი) და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1959); სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1964–67), ერთგზის მეორე (1968) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 1969).
სხვადასხვა დროს იყო ახალციხისა და გარდაბნის საკონსერვო ქარხნების დირექტორი, შემდეგ ხელმძღვანელობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანია „ლაღიძის წყლებს“.