ლომსაძე ბორის არჩილის ძე

ბ. ლომსაძე

ლომსაძე ბორის არჩილის ძე (20. VII. 1934, სოფ. ჩუნჩხა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, – 1. VI. 2003, თბილისი), ბიოლოგი, ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1974). დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ბიოლოგიის ფაკ-ტი ბიოფიზიკის სპეციალობით (1960). ეწეოდა სამეცნ.-პედ. საქმიანობას თსუ-ში – იყო ფიზიკური კიბერნეტიკის ლაბორ. შემდეგ თანამშრომელი (1964–69), ბიოფიზიკის განყ-ბისა (1969–71) და ბიოფიზიკის კათედრის გამგე (1971–2003), ბიოლოგიის ფაკ-ტის დეკანი (1974–77).

საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1993–95, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს დემოკრატიული პარტია“). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

თხზ.: კვლევის ბიოფიზიკური მეთოდები. აბსორბციული სპექტროსკოპია, თბ., 1987 (თანაავტ.).