„ლოპოტაჰესი“

„ლოპოტაჰესი“

„ლოპოტაჰესი“ (შპს), მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური თელავის მუნიციპალიტეტში, მდ. ლოპოტაზე. ექსპლუატაციაში შევიდა 2009 წ. 15 სექტემბერს. სიმძლავრე – 2,5 მეგვტ. გამომუშავებული ელექტროენერგია შეადგენს (მლნ. კვტ.სთ): 2019 წ. – 4,1; 2020 წ. – 3,7; 2021 წ. – 4,8. არის ჰოლანდიური კომპანია შპს „ემ. ჯი რენიუებლზის“ მფლობელობაში. „ლ.“ ჩართულია ქვეყნის ერთიან ელექტროსისტემაში.

დ. ჩომახიძე