ლორთქიფანიძე ახმედ ავნი-ფაშა (1874, ბათუმი, – 1937, ლიბია, დაკრძალულია თურქეთში), ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი). დაამთავრა ქულევის (სტამბოლი) სამხ. სასწავლებელი. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). ომის დროს მსახურობდა ლაზისტანის სანჯაყის სამხ. გუბერნატორად. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეაჩერა რუს. არმიის შეჭრა ოსმალეთის შიდა რაიონებში. იყო ოსმალეთის უკანასკნელი სულთნის მუჰამად VI-ის (1918–22) უფრ. ადიუტანტი. 1919 დაინიშნა სამხ-საზღვაო ფლოტის მინისტრად. მისი ხელმძღვანელობით მოხდა თურქ. რესპ. დამაარსებლის, მუსტაფა ქემალისა (ათათურქი) და მისი თანამოაზრეების სამსუნში ჩასვლა (1919 წ. 19 მაისი). ეს დღე ითვლება თურქეთში ეროვნ.-გამათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების თარიღად.
ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.
მ. გოგიტიძე