ლორთქიფანიძე გიორგი გურამის ძე (დ. 29. III. 1968, თბილისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2009). დაამთავრა თბილ. აგრარული უნ-ტი (1993), დაზვერვის სპეც. სკოლა ვალაშიხაში (მოსკ. ოლქი), სპეც. საერთაშ. კურსები ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ (ეგვ., უნგრ., საფრ., დიდი ბრიტანეთი, გერმ.). 1992–94 იყო ეროვნ. გვარდიაში. 1994–2005 მუშაობდა უშიშროების სამინისტროში. იყო საქართვ. შს სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსი (2005–07), საქართვ. შს მინისტრის მოადგილე (2009–12). არის სპორტის ოსტატი ძიუდოში (1988). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (2003).