ლორთქიფანიძე ვლადიმერ ბეჟანის ძე

ლორთქიფანიძე ვლადიმერ ბეჟანის ძე (1872, – 27. VI. 1909, აბასთუმანი, დაკრძალულია თბილისში), პუბლიცისტი, პედაგოგი, პოლიტიკური მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ – ოდესის უნ-ტი. ისტორიის შესასწავლად გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა ავადმყოფობის გამო მალევე დაბრუნდა საქართველოში. თანამშრომლობდა ქართ. პრესასთან („ცნობის ფურცელი“, „საქართველო“, „დროება“, „შრომა“, „ივერია“). აქვეყნებდა პუბლიც. წერილებსა და თარგმანებს. ასწავლიდა თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზიაში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ნამდვილი წევრი (1899) და გამგეობის წევრი (1900), სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1901). პოლიტ. საქმიანობისათვის ორჯერ იყო დაპატიმრებული. გათავისუფლდა 1905 წ. ოქტ. მანიფესტით. ავადმყოფობის გამო ხანგრძლივად მკურნალობდა აბასთუმანში. გარდაიცვალა იქვე.