ლორთქიფანიძე მიხეილ (კვასკა) სოლომონის ძე

ლორთქიფანიძე მიხეილ (კვასკა) სოლომონის ძე (25. X. 1914, თბილისი, – 8. I. 1990, იქვე), არქიტექტორი. საქართველოს დამს. ინჟინერი (1961). დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტის არქიტ. განყ-ბა (1936). 1937-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1975-იდან – პროფესორი). 1949–62 იყო საქართვ. არქიტექტორთა კავშირის გამგეობის პ/მგ. მდივანი, 1970–75 – თავ-რის მოადგილე. მის მიერ დაგეგმარებულ შენობა-ნაგებობათა შორისაა თბილისში მუშათა კულტურის სახლი „ისანი“ (1970, არქიტ. ა. ჩიქოვანთან ერთად), ექსპერიმენტული საცხოვრებელი მიკრორაიონი ბახტრიონის ქუჩაზე (XX ს. 70-იანი წწ.), ღვინის ქ-ნები სოფ. მანავსა და სოფ. ვაჩნაძიანში (1941) და სხვ.

ლიტ.: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017.