ლორია ვალერი ამბერკის ძე (22. I. 1936, ბათუმი, – 30. VIII. 2011, თბილისი), იურისტი, ადმინისტრაციული სამართლის მკვლევარი. იურიდ. მეცნ. დოქტორი (1980), პროფესორი (1982). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1959), 1960–2005 მუშაობდა თსუ-ში, იყო იურიდ. ფაკ-ტის დეკანი (1970–75), სამართ. საფუძვლების (1989–2001) და ადმ. სამართ. კათედრების გამგე (2001–05).
ლ-ს სამეცნ. ინტერესის სფეროა ადმ. წარმოების სახეების ჩამოყალიბების კანონზომიერების მიგნება და ახსნა, ასევე ადმ. პასუხისმგებლობის განსხვავების დადგენა სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მ. შ. 3 სახელმძღვანელო. იყო საქართვ. 1995 წ. 24 აგვ. მიღებული საქართვ. რესპუბლიკის კონსტიტუციის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის, ასევე საქართვ. ზოგადი ადმ. კოდექსისა და საქართვ. ადმ. საპროცესო კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ივ. ჯავახიშვილის მედალი (2002) და ღირსების ორდენი (2003).
თხზ.: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, თბ., 2002; საქართველოს ადმინისტრაციული სამართალი, თბ., 2005; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ., 2008 (მთ. რედ. და თანაავტ.).
ა. ლორია