ლორია თეიმურაზ უშანგის ძე (დ. 2. I. 1951, სოფ. ნოღა, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი), გენერალ-მაიორი (1996). იყო საქ. სსრ სამხ. კომისრის (1990–91) და საქართვ. თავდაცვის მინისტრის (1991–92), მოადგილე, შეიარაღებული ძალების ზურგის უფროსი (1996–98), თავდაცვის მინისტრის მოადგილე (2001 მაისი-აგვ.), ლოგისტიკის ცენტრის უფროსის მოადგილე (2001–04 მარტამდე). 2018–19 იყო საქართვ. პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნისა (1982) და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის (1996) ორდენებით.