ლორის-მელიქოვი მიხეილ ტარიელის ძე [21. X. 1825, თბილისი, – 12(24). XII. 1888, ნიცა (საფრ.), დაკრძალულია თბილისში], გრაფი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ადიუტანტი (1865), სახელმწ. საბჭოს წევრი (1880-იდან). XIX ს. 40-იან წლებში მონაწილეობდა შამილის წინააღმდეგ, ყირიმის (1853–56) და რუს.-ოსმ. (1877–78) ომებში. 1875 მიიღო კავალერიის გენერლის წოდება. 1880–81 იყო რუს. იმპერიის შს მინისტრი. 1881 გადადგა და უმეტესად ცხოვრობდა საზღვარგარეთ.