ლოსიათხევის ბრძოლა

ლოსიათხევის ბრძოლა 1790 ბრძოლა იმერეთის ტახტისათვის სოლომონ II-სა და დავით II-ს შორის. სოლომონ II-ს მხარს ერეკლე II და მისი ცოლისძმა, გრიგოლ დადიანი უჭერდნენ. ქართლ-კახეთის რაზმებს ერეკლე II-ის შვილიშვილი, იოანე გიორგის ძე სარდლობდა. დავით II დამარცხდა და ახალციხეში გაიქცა, ტახტი ისევ სოლომონ II-მ დაიკავა.

ლიტ.: გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18–19 საუკუნეთა მიჯნაზე, თბ.; 1979; დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოცემა, თბ., 1962; რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო (1462–1810 წწ), თბ., 1989; ხახანაშვილი ა. სოლომონ II, ტფ., 1911.