ლოქის ქედი

ლოქის ქედი, სომხითის ქედი, საშუალო სიმაღლის ქედი მცირე კავკასიონის მთათა სისტემაში, მდ-ების – მაშავრისა და დებედის წყალგამყოფი განედური ქედი. ჩრდ.-დასავლეთი კალთა საქართვ. ფარგლებშია, დანარჩენი – სომხეთის ტერიტ-ზე. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, რ-ებიც დაფარულია ცარცული და პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური წყებებით. უმაღლ. მწვერვალია ლალვერი (3545 მ, სომხეთი). ახასიათებს საშ. მთიანი რელიეფი სტრუქტურული, ეროზიული და დენუდაციური ფორმებით. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, რ-ის ქვედა ნაწილში ჭარბობს რცხილა და მუხა, ზედა ნაწილში – წიფელი, გვხვდება ფიჭვის მცირე კორომებიც. ქედის ყველაზე მაღალ ნაწილში სუბალპ. მდელოებია.

გ. დევდარიანი