ლოქორა, ლოფორთქინა, ხმელეთის მუცელფეხიანი ფილტვიანი მოლუსკები. გარეგანი ნიჟარა არა აქვთ (მანტიაში არის რუდიმენტი კიროვანი ფირფიტის ან მარცვლების სახით). მათი სხეული ჭიისმაგვარი ან ცილინდრულია. ლ-ების უმეტესობა თამბაქოს, მინდვრის და ბოსტნის კულტურების მავნებელია.