ლოქ-ყარაბაღის ზონა, სომხით–ყარაბაღის ზონა, მცირე კავკასიონის შემადგენელი სუსტად დანაოჭებული ტექტონიკური ერთეული. გამოყო პ. გამყრელიძემ (1965). ჩამოყალიბდა ალპ. ტექტოგენეზის დროს მცირე კავკასიონის დანაოჭებისა და აზევების შედეგად. აგებულია ზედადევონური გნეისებრივი კვარციანი დიორიტებით, გვიანჰერცინული გრანიტოიდებით, კამბრიულამდელი პლაგიოგრანიტებით და ალოქტონურად განლაგებული ქვედა-შუაპალეოზოური მეტამორფული ფიქლებით, მეტაბაზიტებით და კამბრიულამდელი ოფიოლიტებით, რ-ებიც შეადგენენ ლ-ყ. ზ-ის კრისტალურ სუბსტრატს. ამ ზონის შედარებით სუსტად დისლოცირებული დანალექი საფარი წარმოდგენილია იურული, ზედაცარცული, შუაეოცენური ვულკანოგენურ-დანალექი ქანებით, რ-ებიც ზონის დას. ნაწილში გადაფარულია ზედაპლიოცენურ-მეოთხეული კონტინენტური ვულკანური წარმონაქმნებით.
ე. გამყრელიძე