ლოჭინი

ლოჭინი, ლოჭინისხევი, საცხენისი, მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხ. შენაკადი. იწყება იალნოს ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 1085 მ სიმაღლეზე. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართი 317კმ 2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა – ზაფხულსა და შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად.