ლოხონი

ლოხონი, მთა ლიხის ქედის ჩრდ. ნაწილში, მდ. ძირულის (ყვირილის მარცხ. შენაკადი) სათავეებში. ზ. დ. 1925 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და ფიქლებით. კალთები დამრეცია და შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, თხემი – სუბალპ. მდელოთი.