ლუარსაბიშვილი ნიკოლოზ ზაქარიას ძე

ნ. ლუარსაბიშვილი. ლარნაკი (ფაიფური). 1950-იანი წლები

ლუარსაბიშვილი ნიკოლოზ ზაქარიას ძე (17. IX. 1921, წინანდალი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 11. VI. 1999, თბილისი), მხატვარ-კერამიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკ-ტი (1954). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1954-იდან (მ. შ. კერამიკის საერთაშ. გამოფენა; ფაიენცა, იტალია, 1970). იყო თბილ. კერამიკული კომბინატის მთ. მხატვარი. ძირითადი ნამუშევრები: ფაიფურის სუვენირები, მცირე ზომის ლარნაკები, დოქები, ფაიფურის ლარნაკები და სხვ. მისი ნამუშევრები ინახება ყვარლის, სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, წინანდლის ა. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.