ლუთფი აჰმედ ეფენდი

ლუთფი აჰმედ ეფენდი (1816–1907), ოსმალეთის სულთნის კარის ოფიციალური ჟამთააღმწერელი (1864-იდან). მისი „ისტორია“ („თარიხი აჰმად ლუთფი“) რამდენიმე ტომისაგან შედგება. მათში არის ცნობები XIX ს. საქართვ. და კავკ. ისტორიის შესახებ. საგანგებოდ აქვს აღწერილი 1828–29 რუს.-ოსმალეთის ომი და მასთან დაკავშირებული საქართვ. საკითხები. საყურადღებო ცნობები აქვს შემონახული ამ ომის დროს ახალციხის ბრძოლის, აჭარის ისტ. შესახებ. ვრცლად აქვს განხილული რუს.-ოსმალეთის ურთიერთობის საკითხები, საქართველოში საომარი მოქმედების მიმდინარეობა, ანაპის აღება, ჩურუქსუსთან გამარჯვება და ფაშის ციხის დაპყრობა.

ლიტ.: შენგელია ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

ნ. შენგელია