„ლუკა იერუსალიმელის მარტვილობა“, ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი. შეიქმნა XIV ს. I ნახ-ში. „ლ. ი. მ-ის“ ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნუსხა (მიაკვლია ნ. მარმა, 1902) მოგვიანებით უნდა იყოს ჩაკინძული XI ს. ხელნაწერში. ტექსტი გამოსცა დ. ყიფშიძემ 1927. თხზულება, რ-იც იერუსალიმის ჯვრის ქართ. მონასტრის წინამძღვარ ლუკა იერუსალიმელის ცხოვრების სვინაქსარული რედაქციაა, მნიშვნელოვანი წყაროა პალესტინის ქართ. კოლონიის ისტ. შესასწავლად.
ტექსტი: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 4, გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ე. გაბიძაშვილმა, თბ., 1968; Кипшидзе Д., Житие Прохора, муч. Луки и муч. Николая Двали, „Известия Кавказского историко-археологического института‟, 1927, т. 2.
ლიტ.: გაბიძაშვილი ე., შრომები, ტ. 2, თბ., 2010; მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.
ე. გაბიძაშვილი