ლუკა მახარებელი

წმ. ლუკა მახარებელი

ლუკა მახარებელი, ქრისტეს 70 მოწაფეთაგანი. სახარებისა და „მოციქულთა საქმის“ ავტორი. გადმოცემის მიხედვით პირველი ხატმწერი (მან პირველმა დაწერა ღვთისმშობლის ხატი).

ლ. მ. სირიის ანტიოქიის მკვიდრი იყო, პროფესიით ექიმი. პავლე მოციქულთან ერთად მონაწილეობდა მეორე მისიონერულ მოგზაურობაში, რის შემდეგაც ერთმანეთს არ განშორებიან. პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით რომში დაწერა სახარება. მან სრულად და ქრონოლოგიურად აღწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი.

ლ. მ. მოწამეობრივად აღესრულა 84 წლის ასაკში, მისი წმ. ნაწილები IV ს. II ნახ-ში თებედან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და წმ. ანდრიას პირველწოდებულისა და ტიმოთე მოციქულის გვერდით დაასვენეს.

ლ. მ-ის იკონოგრაფიული ნიშანია ხარი. მართლმადდიდებელი ეკლესია მისი ხსენების დღეს 18 (31) ოქტომბერს აღნიშნავს.

საქართველოში ლ. მ-ის სახელზე არაერთი ეკლესიაა აშენებული.

თ. მარგველაშვილი