ლუკიანე, VI ს. I ნახევრისა და შუა წლების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფეთაგანი. ლ. დავითთან ერთად დასახლდა გარეჯის უდაბნოს ერთ-ერთი კლდის ნაპრალში. ბერები მინდვრის ნაყოფითა და ირმის რძით საზრდოობდნენ. ლ-ს მიერ ირმის მოწველის ეპიზოდი ფართოდ აისახა ქართულ იკონოგრაფიაში. მან დავით გარეჯელის მოთხოვნით დააარსა გარეჯის მრავალმთის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი. დაკრძალულია გარეჯში. მის შესახებ ცნობები დაცულია „დავით გარეჯელის ცხოვრების“ რედაქციებში.
ლიტ.: ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), ტ. 1, თბ., 1966.