ლაბა

ლაბა, უღელტეხილი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. დიდი ლაბის (ყუბანის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 2575 მ. აგებულია პალეოზოური გნეისებით და კრისტ. ფიქლებით. ახასიათებს ალპ. ლანდშაფტი. ლ-ზე გადადის საცალფეხო გზა მდ. ბზიფის ხეობიდან კრასნოდარის მხარეში (რფ).