ლაგოდეხისწყალი

ლაგოდეხისწყალი, მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მაწიმისწყლის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. შენაკადი. სათავეს იღებს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2995 მ-ზე. სიგრძე 31 კმ, აუზის ფართ. 98 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი 2,5 მ 3/წმ. იყენებენ სარწყავად.